ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 2021 წლის 22 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას: "ფილოსოფია და თანამედროვეობა".
კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის ზურაბ კაკაბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.
კონფერენციისათვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების სფეროებს.
განსაკუთრებით მივესალმებით ზურაბ კაკაბაძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს.
სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,
სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- გაფართოებული თეზისები
- სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა
თეზისების გაფორმების წესი:
ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური, შემდეგ სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,
ბ) ტექსტი ( დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen), ზომა 12, ინტერვალი 1.5 ).
გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან anastasia.zakariadze@tsu.ge, არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 599 257471